უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქ ბალაკლეას გათავისუფლება დაადასტურა
09.09.2022
უკან დაბრუნება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქ ბალაკლეას გათავისუფლება დაადასტურა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პირველი სექტემბრიდან, უკრაინელმა მებრძოლებმა 1000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინის დროშა გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აღმართა.