იუსტიციის მინისტრი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ბუნდესტაგის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
08.09.2022
უკან დაბრუნება
იუსტიციის მინისტრი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ბუნდესტაგის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს კანონშემოქმედებით ნაწილში პარტნიორობაზე, შეხვედრისას იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ თანამედროვე ქართული სამართლებრივი სივრცე გერმანიაში დამკვიდრებული ფასეულობების გავლენით ჩამოყალიბდა. რატი ბრეგაძის განცხადებით, მან ევროპელ კოლეგებს გააცნო სამინისტროს საქმიანობები, რომელიც მოიცავს ქართული სამართლის ჰარმონიზაციას ევროკავშირის სამართალთან.