შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საოკუპაციო ხაზთან სოფელ ჩორჩანასა და ავლევში იმყოფებოდა
08.09.2022
უკან დაბრუნება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საოკუპაციო ხაზთან სოფელ ჩორჩანასა და ავლევში იმყოფებოდა. მინისტრი სახელმწიფო რწმუნებულ მიხეილ შაყულაშვილსა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. როგორც თეა ახვლედიანმა განაცხადა, შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვა და მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნის ხელშეწყობაა.