სამოქალაქო მოძრაობის “ხალხის ძალის“ წევრებმა წერილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოში მოქმედი აგენტურის შესახებ გამოაქვეყნეს
08.09.2022
უკან დაბრუნება
სამოქალაქო მოძრაობის “ხალხის ძალის“ წევრებმა წერილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოში მოქმედი აგენტურის შესახებ გამოაქვეყნეს. ისინი ამბობენ, რომ გავრცელებული სია არასრულია. წერილში წერია რომ ამერიკის საელჩო თავის აგენტურას დღეს პოლარიზაციისთვის ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებს. არ ვართ მიამიტები და ვიცით, რომ დიდი ქვეყნებისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ნებისმიერ ქვეყანაში სურთ ,რომ მათი ინტერესების გამტარებელი აგენტურა ჰყავდეთ, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. მედიაში გავრცელებულ აგენტურის სიაში ოპოზიციური პარტიების წევრები, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და სახალხო დამცველი მოხვდნენ.