ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების 25-ე ტური თბილისში დინამო არენაზე გაიმართა
07.09.2022
უკან დაბრუნება
ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების 25-ე ტური თბილისში დინამო არენაზე გაიმართა, სადაც მასპინძლის რანგით კლუბი “გაგრა“ ქუთაისის “ტორპედოს“ დაუპირისპირდა. მატჩი დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. ტორპედოელებმა ტაიმებში გაიტანეს თითო ბურთი,რომელთა ავტორები გიული მანჯგალაძე და გიორგი არაბიძე არიან, მატჩ შესაბამისად ტორპედოელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ქუთაისელები გათამაშების ცხრილში 37 ქულით კვლავ მე-5 პოზიციას ინარჩუნებენ. მომდევნო შეხვედრას ტორპედო კვლავ სტუმრად 10 სექტემბერს ბოლნისში ადგილობრივ “სიონთან“ გამართავს.