თბილისში სპეცოპერაცია ჩატარდა. სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ ნარკორეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი აიყვანა. არსებული ინფორმაციით ერთსაათიანი სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 45 წლამდე მამაკაცი. ის მობილური ტელეფონის ყიდვა-გაყიდვის ჯიხურში მუშაობდა და სწორედ მისივე სამუშაო სივრცეში დააკავეს. ადგილზე მომუშავე პირების თქმით, მათ შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.