შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში
07.09.2022
უკან დაბრუნება
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ. მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით მჟავანაძის ბრალდება გახდა. მან მმართველი გუნდის წევრები კურორტ გომის მთაზე მიწების მითვისებაში დაადანაშაულა. ბრალდებას მწვავე რეაქცია მოყვა მმართველი გუნდისგან. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რის გამოც თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა. შესვენების შემდეგ საკრებულოს წევრებმა გომის მთის სივრცითი დაგეგმარების გეგმის კონცეფცია დაამტკიცეს.