სპეცოპერაცია გორში. სამართალდამცველებმა ნარკორეალიზაციის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს. დილიდან ქალაქში რამდენიმე ადგილას ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობდა. ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. არსებობს ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ჯერჯერობით, არ აკონკრეტებს, თუ რამდენი პირია ამ ეტაპზე ნარკორეალიზატორის ბრალდებით დაკავებული.