პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე შიდა ქართლში შეხვედრა გაიმართა
07.09.2022
უკან დაბრუნება
პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე შიდა ქართლში შეხვედრა გაიმართა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა და უწყების სხვა წარმომადგენლებმა მორიგი რეგიონული ვიზიტი გამართეს. შეხვედრა ქალაქ გორში, გაფართოებულ ფორმატში წარიმართა, რომელსაც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი ასევე, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და გორის, კასპის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების თანამშრომლები ესწრებოდნენ. შეხვედრების ციკლს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური სხვა რეგიონებში მომავალშიც გააგრძელებს.