შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, სამთავრობო დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომაში, რომელიც დღეს ბრიუსელში გაიმართა
07.09.2022
უკან დაბრუნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, სამთავრობო დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომაში, რომელიც დღეს ბრიუსელში გაიმართა. სხდომაზე ევროკავშირის დელეგაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი ხელმძღვანელობდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში, აღნიშნულია, რომ საბჭომ ხაზი გაუსვა 2022 წლის 23 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობას. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ ასოცირების საბჭომ განმეორებით დაადასტურა ვალდებულება, კიდევ უფრო გააძლიეროს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები. ამასთან, ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი რეგიონში და ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში.