ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია
06.09.2022
უკან დაბრუნება
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ადგილზე რჩებიან მონიტორინგის ჯგუფები.
ხანძარი სოფელ შილდის ტყეში პირველ სექტემბერს გაჩნდა. გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.