შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 10 პირი დააკავეს
06.09.2022
უკან დაბრუნება
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 10 პირი დააკავეს, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორია. სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნულის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცების სახით ამოიღო, ასევე ამოღებულია ნარკოტიკის უკანონო გასაღების შედეგად მიღებული ფული. დანაშაულები 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.