ქარელში საცურაო აუზი გაიხსნა.
პირველ საჩვენებელ ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთდ დაესწრო.
პროექტის მიხედვით მოეწყო დიდი და მცირე აუზები. ასევე, კომპლექსში განთავსდა სატრენაჟორო დარბაზი, 100 ადამიანზე განკუთვნილი ტრიბუნა, გასახდელი და საშხაპეები. საცურაო კომპლექსი სრულად ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 5.6 მლნ ლარს შეადგენს.