გელათის სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში, დასავლეთ მკლავზე ლითონის ახალი, დროებითი გადახურვა მოეწყო
06.09.2022
უკან დაბრუნება
გელათის სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში, დასავლეთ მკლავზე ლითონის ახალი, დროებითი გადახურვა მოეწყო.
კულტურის სამინისტროს ცნობით , პროცესი პროფესორ უგო ტონიეტის რეკომენდაციითა და ზედამხედველობით მიმდინარეობდა.
უწყების ინფორმაციით ახალი დროებითი გადახურვა წინასთაქნ შედარებით გაცილებით მსუბუქია და ტაძარი დაცულია წყლის შეღწევისგან ნებისმიერ კლიმატურ პირობებში. ამ ეტაპზე, ინტენსიურად მიმდინარეობს გამოშრობის პროცესი, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ფრესკების გადასარჩენად.