დონეცკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა მტრის შეტევა რამდენიმე რაიონში წარმატებით მოიგერიეს
05.09.2022
უკან დაბრუნება
დონეცკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა მტრის შეტევა რამდენიმე რაიონში წარმატებით მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, მოწინააღმდეგის ძალისხმევა კონცენტრირებულია დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე სრული კონტროლის დამყარებაზე, ხერსონის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და ნიკოლაევის ოლქების მიტაცებული ტერიტორიების შენარჩუნებაზე.
გასული დღის განმავლობაში მტერმა უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე 25 სარაკეტო და 22-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.