ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამი დასახლებული პუნქტის გათავისუფლების შესახებ განაცხადა
05.09.2022
უკან დაბრუნება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონეცკის ოლქსა და უკრაინის სამხრეთ ნაწილში სამი დასახლებული პუნქტის გათავისუფლების შესახებ განაცხადა. მისივე თქმით, 42-ე ცალკეული ქვეითი ბატალიონის მოქმედებების შედეგად ქვეყნის სამხრეთით ორი დასახლება გათავისუფლდა. მან სამხედროებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა რომ ისინი აუცილებლად გაათავისუფლებენ მთელი ქვეყნის ტერიტორიას.