შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



“ქალებისა და ახალგაზრდების მიერ მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა“ ასე ქვია სამოქალაქო ფორუმს რომელიც ქუთაისში გაიმართა
05.09.2022
უკან დაბრუნება
“ქალებისა და ახალგაზრდების მიერ მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა“ ასე ქვია სამოქალაქო ფორუმს რომელიც ქუთაისში გაიმართა. ღონისძიებაზე დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტის ქალ წარმომადგენლებს უმასპინძლეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საზოგადოებაში მშვიდობის კულტურის დამკვიდრებასა და არსებული აგრესიის აღმოფხვრას, ასევე ქალების წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების ასახვას პოლიტიკაში. დღესვე ქალთა საინიატივო ჯგუფებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები სხვადასხვა აქტივობების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის კულტურის პოპულარიზაციასა და მათ როლს აგრესიის შემცირების საკითხებში. სამოქალაქო ფორუმი “ქალთა ფონდი სოხუმის“ ორგანიზებით გაიმართა.