საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში შიდა აუდიტის ტრენინგი დაიწყო
05.09.2022
უკან დაბრუნება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში შიდა აუდიტის ტრენინგი დაიწყო. ტრენინგების სერიის მე-8 ეტაპი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის დირექტორმა ალექსანდრე ვინიკოვმა ოფიციალურად გახსნეს.
სწავლებაში 22 სხვადასხვა საჯარო უწყების 30 შიდა აუდიტორი მონაწილეობს. მათ ოთხდღიანი კურსის ფარგლებში ბრიტანელი ექსპერტი ჯონ ჩეშიერი „პერსონალის ჯანმრთელობისა და „საინფორმაციო ტექნოლოგიების აუდიტის“ საკითხებს გააცნობს. კურსი აუდიტის სამსახურების საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.