ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება მთავრობის სხდომაზე
05.09.2022
უკან დაბრუნება
მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიას 2022-2030, დოკუმენტი გავლილია ყველა აქტორთან, როგორც საერთაშორისო საზოგადოებასთან, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, დოკუმენტი საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება დასამტკიცებლად.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2014 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2014-2020 წლებისთვის პირველად დამტკიცდა და მაშინ ამ დოკუმენტზე ექსპერტი თომას ჰამერბერგი მუშაობდა.