გოგი წულაიამ ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ ”პარკინგ-სერვისის” საჯარომო ქვითარი დაწვა
11.05.2016
უკან დაბრუნება
პარტია ”თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ ”პარკინგ-სერვისის” საჯარომო ქვითარი დაწვა.წულაია ”პარკინგ-სერვისს” საჯარიმო ქვითრების არასამართლებრივი გზით გავრცელებასა და მოქალაქეების არაკანონიერად დაჯარიმებაში ადანაშაულებს.მისივე მტკიცებით ”პარკინგ-სერვისს” საჯარიმო ქვითრის მხოლოდ ავტომობილის ნომრით და სერიის მიხედვით ამონაწერის იურიდიული უფლება არა აქვს.იმასაც ამბობს,რომ ”პარკინგ-სერვისს” არა აქვს ავტომობილების მეპატრონეების მისამართებზე წვდომა,რის გამოც კომპანია ჯარიმის სახლში მიტანას ვერ უზრუნველყოფს.
ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებეს ”პარკინგ-სერვისის” ხელმძღვანელი.ირაკლი სარიშვილის განცხადებით მოქალაქეების დაჯარიმება სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში ყველანაირი წესისადა კანონის დაცვით მიმდინარეობს.პირველად ინფორმაციას შ.პ.ს ”პარკინგ-სერვისი” სამართალდამრღვევლებს საქარე მინაზე დატოვებული ქვითრით აწვდის,ამის შემდეგ კი ექვსი თვის მანძილზე ავტოსანტრანსპორტო საშუალების მფლობელს სახლის მისამართზე ეგზავნება,ჯარიმას რომელიც ჩაბარებიდან 30 დღის მანძილზე უნდა გადაიხადოს წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისი დავალიანება საურვის სახით 150 ლარამდე გაიზრდება.”პარკინგ-სერვისის” ხელმძღვანელმა სატელევიზიო კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.