შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების 24-ე ტურს, ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა
02.09.2022
უკან დაბრუნება
ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების 24-ე ტურს, ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა. სადაც ნომინალური მასპინძლის რანგში, ქუთაისის “ტორპედო“ წყალტუბოს “სამგურალს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა ძალზედ დრამატულად წარიმართა. თამაშის პირველ ტამში სტუმრებმა უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა მეორე ტაიმში ტორპედოელებმა გამარჯვება შეძლეს და შეხვედრა 3:2 დასრულდა. მასპინძელთა გუნდიდან გოლები გიული მანჯგალაძემ, თორნიკე ახვლედიანმა და ლევან მჭედლიძემ გაიტანეს. მოპოვებული გამარჯვებით ტორპედო გათამაშების ცხლილში 34 ქულით კვლავ მე-5 პოზიციას იკავებს. მომდევნო მატჩს, 6 სექტემბერს სტუმრად დინამო არენაზე “ გაგრასთან“ გამართავენ.