უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ატომური საერთაშორისო სააგენტოს მისიასთან ერთად მყოფი ჟურნალისტები არ შეუშვეს
02.09.2022
უკან დაბრუნება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
აცხადებს, რომ რუსებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ატომური საერთაშორისო სააგენტოს მისიასთან ერთად მყოფი ჟურნალისტები არ შეუშვეს.
მისივე თქმით, რუსები ცდილობენ, ინსპექტორების ვიზიტი უნაყოფო ექსკურსიად გადააქციონ. ზელენსკიმ ასევე იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ექსპერტები ზაპოროჟიეს სადგურზე არსებულ საფრთხეებს სათანადოდ შეაფასებენ.