ხანძარს ებრძვიან კახეთშიც. ცეცხლი გუშინ დღის მეორე ნახევარში ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში გაჩნდა. მეხანძრე-მაშველები და სატყეო სამსახურის თანამშრომლები ხანძარსაწინააღმდეგო პროცესში აქტიურად მონაწილეობენ. რთული რელიეფის გამო, ხანძრის ტერიტორიაზე სპეციალური ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.