შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ქუთაისში
11.05.2016
უკან დაბრუნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულსა და რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდნენ. ეროვნული სააგენტოს ერთ–ერთ მნიშვნელოვან საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე საშიში გეოლოგიური პროცესების მდგომარეობის შეფასება, მათი გააქტიურების მიზეზების დადგენა და სტიქიის საშიშროებისგან მოსახლეობის დაცვა–ადაპტაცია წარმოადგენს. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მიიღეს რეკომენდაციები , თუ რა შემთხვევაში უნდა მიმართონ მათ შესაბამისი რეაგირებისთვის. როგორც გაირკვა, ხშირად ადგილზე სიტუაციის შეფასების შემდეგ დგინდება, რომ გამცხადებლის სახლი დაზიანებულია სიძველის ან მოუვლელობის და არა გეოლოგიური პროცესებისა ან სტიქიის გამო . გარემოს ეროვნული სააგენტო მსგავსი ტიპის შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მუშაობის ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით მართავს.