შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ომის 190-ე დღეს აღმოსავლეთის ფრონტზე მძიმე ბრძოლები გრძელდება
01.09.2022
უკან დაბრუნება
ომის 190-ე დღეს აღმოსავლეთის ფრონტზე მძიმე ბრძოლები გრძელდება. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოკუპანტებმა შეტევა ბახმუტის, ავდეევკისა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით სცადეს, თუმცა მათი ყველა იერიში მოგერიებულია. უკრაინული ძალები კონტრშეტევაზე არიან გადასული დროებით ოკუპირებულ ხერსონშიც. კიევი ოპერაციის დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა არაოფიციალური წყაროებით, უკრაინელებმა მტრის თავდაცვის მეორე ხაზის გარღვევაც შეძლეს. უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, სამხრეთის მიმართულებით 201 რუსი ოკუპანტი, 12 ერთეული ტანკი და 18 ჯავშანმანქანა, ასევე საბრძოლო მასალის 6 საცავი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს.