აფეთქების შედეგად დაზიანებული ქალბატონისა და ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
01.09.2022
უკან დაბრუნება
დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში,აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები იყვნენ მობილიზებულები.
დაშავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე, ორი ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი. ისინი ხეჩინაშვილის კლინიკაში არიან გადაყვანილები. ექიმის განცხადებით,დედა_შვილის, ქალბატონისა და ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.