შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს მელიორაციამ, გორის მუნიციპალიტეტში, ნადარბაზევის წყალსაცავიდან მკვებავი სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაასრულა
01.09.2022
უკან დაბრუნება
საქართველოს მელიორაციამ, გორის მუნიციპალიტეტში, ნადარბაზევის წყალსაცავიდან მკვებავი სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაასრულა. პროექტის ფარგლებში, ჯამში, 14 კილომეტრი სიგრძის წყალგამანაწილებელი არხები მოწესრიგდა; მოეწყო რკინაბეტონის ღარები და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობა. პროექტის ღირებულება 2,7 მლნ ლარია. დასრულებულ სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ მიხეილ შაყულაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.