ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურს ახალი ქვეპროგრამები დაემატა
01.09.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურს ახალი ქვეპროგრამები დაემატა, კერძოდ, კოვიდ 19 -ით დაავადებულ პირთა დახმარების, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაცვლილ კოვიდ პაციენტების დაფინანსებისა და ბავშვიანი ოჯახების ეკონომიკური მხარდაჭერის. როგორც სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის მოადგილე ფიქრია ხაჭაპურიძე განმარტავს, მომართვიანობა გასაკუთრებვით მაღალია ისეთ პროგრამებზე, როგორიც არის სამედიცინო დახმარებისა და მედიკამენტების ქვეპროგრამა. სოციალურ საკითხთა სამსახური 33 პროგრამას ახორციელებს,რომელთა ბიუჯეტი 5 266 000 ლარს შეადგენს.