ომის 189-ე დღეს რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავენ.
31.08.2022
უკან დაბრუნება
ომის 189-ე დღეს რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავენ. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ხარკოვზე. ერთი ჭურვი სარჟინ იარის ტყე-პარკში ჩავარდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
უკრაინული ძალები კი დროებით ოკუპირებულ ხერსონში კონტრშეტევაზე არიან გადასული. ოფიციალური კიევი ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა ადგილობრივი წყაროები ხერსონში მომხდარი აფეთქების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას.
სამხრეთ საზღვრებზე უკრაინელმა სამხედროებმა მტერს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს - 117 ოკუპანტი და 30-ზე მეტი ერთეული ტექნიკა გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა "სამხრეთზე" დაყრდნობით ავრცელებს.