თავდაცვის ძალების დასავლეთის ბატალიონის საზღვაო სპეცდანიშნულების ასეულმა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო სპეცდანიშნულების ჯგუფებმა ერთობლივი წვრთნების ფარგლებში დასკვნითი სწავლება ჩაატარეს
31.08.2022
უკან დაბრუნება
თავდაცვის ძალების დასავლეთის ბატალიონის საზღვაო სპეცდანიშნულების ასეულმა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო სპეცდანიშნულების ჯგუფებმა ერთობლივი წვრთნების ფარგლებში დასკვნითი სწავლება ჩაატარეს.
ორკვირიანი მომზადება სხვადასხვა სასწავლო კომპონენტებს მოიცავდა. სწავლების მიზანს გამოცდილების გაზიარება და მზადყოფნის დონის ამაღლება წარმოადგენს.
ერთობლივი გაცვლითი წვრთნები სისტემატიურად ტარდება და მასში ქართველ სამხედროებთან ერთად ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებიც იღებენ მონაწილეობას.