ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მარიანო გროსისა და მისი დელეგაციის წევრებთან
31.08.2022
უკან დაბრუნება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორს რაფაელ მარიანო გროსისა და მისი დელეგაციის წევრებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ვიზიტის წინ შეხვდა.
უკრაინის პირველმა პირმა იმედი გამოთქვა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია უსაფრთხოების კორიდორების გავლით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში მიაღწევს და ყველაფერს გააკეთებს "გლობალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად". გარდა ამისა, ზელენსკი ელექტროსადგურის "სასწრაფო დემილიტარიზაციის" მოწოდებით გამოვიდა