წალენჯიხაში ბაღების თანამშრომლები საპროტესტო აქციებს აანონსებენ
30.08.2022
უკან დაბრუნება
წალენჯიხაში ბაღების თანამშრომლები საპროტესტო აქციებს აანონსებენ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერისა და საბავშვო ბაღების თანამშრომელთა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
ბაღების თანამშრომლების თქმით,მათთვის მიუღებელია რეორგანიზაცია, რომლის მიხედვითაც 35-მდე თანამშრომელი სამსახურის გარეშე დარჩება.
წალენჯიხის მერი აცხადებს, რომ ეს პროცესი გარდაუვალია. მისივე განცხადებით, ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი 190 000 ლარი მოხმარდება ბავშვთა კვების რაციონის გაუმჯობესებას, ინვენტარისა და წიგნების შეძენას.