ოფიციალური უწყებების ცნობით, ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, პაკისტანის ტერიტორიის მესამედი დაიტბორა
30.08.2022
უკან დაბრუნება
ოფიციალური უწყებების ცნობით, ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, პაკისტანის ტერიტორიის მესამედი დაიტბორა. ზარალი 10 მილიარდ დოლარს აღწევს, - ამის შესახებ BBC წერს.
29 აგვისტოს ქვეყანამ, საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, 1,1 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო, თუმცა, სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად, ეს საკმარისი არაა.
წყალდიდობის შედეგად, უკვე 1 136 ადამიანია დაღუპული. ზარალი 33 მილიონზე მეტ ადამიანს მიადგა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 15%-ზე მეტია.