შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურიანთაში, ვაშნარის ნაქალაქარზე,არქეოლოგიური კვლევა-ძიება გრძელდება
30.08.2022
უკან დაბრუნება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურიანთაში, ვაშნარის ნაქალაქარზე,არქეოლოგიური კვლევა-ძიება გრძელდება. სამუშაოები ადგილზე გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ მოადგილესთან ერთად მოინახულა. ვაშნარის ნაქალაქარი თავისთავად უნიკალურია, რადგან აქ აღმოჩენილია მარტირიუმის ტიპის სალოცავი და უზარმაზარი სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც გამოირჩევა თავისი სიდიადითა და აგებულებით. აქტივობა 26 აგვისტოს დაიწყო და 9-10 სექტემბერს დასრულდება. სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მიერ ფინანსდება .