სამართალდამცავებმა ვანში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 33 წლის მამაკაცი დააკავეს
30.08.2022
უკან დაბრუნება
სამართალდამცავებმა ვანში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 33 წლის მამაკაცი დააკავეს. უწყების ცნობით,არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ერთ-ერთი კვების ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე ობიექტის მეპატრონეს დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.