შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მე-11 დღეა მეხანძრე-მაშველები ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძარს ებრძვიან
30.08.2022
უკან დაბრუნება
მე-11 დღეა მეხანძრე-მაშველები ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძარს ებრძვიან. სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც გუშინ, დღის მეორე ნახევარში,ქარის გაძლიერების გამო ,ყველაზე ცხელი წერტილი იყო, დღეს დაკვამლიანება ძალიან მცირეა. ამჟამად შეინიშნება მხოლოდ მცირე კერები, რომლის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოს ართულებს რელიეფი. ყველაფერი დამოკიდებულია ამინდზე, და შესაძლებელია, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრის სრულად ლიკვიდირება დღის ბოლომდე მოხერხდეს. მეხანძრე-მაშველებთან ერთად, კვლავ უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.