ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ფაზაშია გადასული
29.08.2022
უკან დაბრუნება
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ფაზაშია გადასული, - ამის შესახებ თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე სექტორებზე არსებული მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს. მეხანძრე-მაშველებთან ერთად, კვლავ უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.