მთავრობა განკარგულებას გამოსცემს, რომლითაც თბილისში ბინას 2400 დევნილი ოჯახი, ზუგდიდში - 1700, ქუთაისში კი 720 მათგანი მიიღებს
29.08.2022
უკან დაბრუნება
მთავრობა განკარგულებას გამოსცემს, რომლითაც თბილისში ბინას 2400 დევნილი ოჯახი, ზუგდიდში - 1700, ქუთაისში კი 720 მათგანი მიიღებს .
შესაბამისი განცხადება მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართი სულ 13 ათას დევნილ ოჯახს გადაეცემა.