ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და მის გარშემო განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება
26.08.2022
უკან დაბრუნება
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და მის გარშემო განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, თუმცა ის ცდილობს, უკრაინა დაადანაშაულოს, - ამის შესახებ "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" ანგარიშშია აღნიშნული.
ორგანიზაციის შეფასებით, რუსმა სამხედროებმა ბირთვული ობიექტის მილიტარიზაცია მოახდინეს, თუმცა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური შორს არის ფრონტის ხაზისგან და არ ექვემდებარება უკრაინის შეიარაღებული ძალების გარდაუვალ თავდასხმას.
"ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმების განხორციელებაში რუსეთი უკრაინულ ძალებს ადანაშაულებს, მაგრამ ჯერჯერობით მათ სანდო მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.