შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



26-28 აგვისტოს იმერეთი არაბეთის გაერთიანებული საემიროდან ჩამოსულ 200 საერთაშორისო მედიაწარმომადგენელს, ბლოგერსა და ინფლუენსერს უმასპინძლებს
26.08.2022
უკან დაბრუნება
26-28 აგვისტოს იმერეთი არაბეთის გაერთიანებული საემიროდან ჩამოსულ 200 საერთაშორისო მედიაწარმომადგენელს, ბლოგერსა და ინფლუენსერს უმასპინძლებს,. ისინი ამ ხნის განმავლობაში მოინახულებენ რეგიონის ღირშესანიშნაობებს, დაცულ ტერიტორიებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, იმერულ მარნებსა და გასტრო სახლებს. ინფო-ტური პროექტის – „დაიკარგე Wizz air-თან ერთად“ ფარგლებში ხორციელდება. მონაწილეები გამგზავრების დასაწყისში არ ფლობენ ინფორმაციას მათი მოგზაურობის დანიშნულების ადგილის შესახებ და ქვეყანაში მათი ჩასვლა არის სიურპრიზი. ქუთაისი ამ პროექტში DMO იმერეთისა და ავიაკომპანიის Wizz Air Abu Dhabi-ის თანამშრომლობის შედეგად ჩაერთო. მსგავსი მასშტაბური ინფო-ტური საქართველოში პირველად ხორციელდება. პროექტი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში რეგიონის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.