ქუთაისში ფალიაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება
26.08.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისში ფალიაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. გარე ფასადის რეკონსტრუქცია 15 შენობას უტარდება . გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და დაიგო ასფალტის საფარის ნაწილი. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ავტოსადგომისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები, რაც უზრუნველყოფს საგზაო უსაფრთხოების სტანდარტის გაზრდას. პროექტის ღორებულება 10 მილიონ ლარზე მეტია და მასში შედის როგორ ფალიაშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია, ასევე ცენტრალური ბულვარის რეკონსტუქცია. სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტქრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.