უკრაინაში ომის დაწყებიდან ექვსი თვე გავიდა. ამასთან დაკავშირებით გაეროში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა, ევროპის უმსხვილესი ბირთვული ელექტროსადგურის ტერიტორია, საბრძოლო მოქმედებების ზონად აქციეს. მისი თქმით რუსეთმა მსოფლიო რადიაციული კატასტროფის ზღვარზე დააყენა.