შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ომის 183 დღეს - უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება
25.08.2022
უკან დაბრუნება
ომის 183 დღეს - უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. აღმოსავლეთით ქალაქ ჩაპლინეს რკინიგზის სადგურზე რუსეთის სარაკეტო იერიშს 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 11 და 6 წლის ბავშვებიც არიან , - ინფორმაციას BBC ავრცელებს. დაშავებულია ათობით ადამიანი. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სუმის ოლქი 32-ჯერ დაიბომბა. აფეთქებების ხმა ისმოდა კიევის ოლქში. სარაკეტო იერიშები განხორციელდა კიდევ რამდენიმე რეგიონზე. ხმელნიცკის ოლქში ორი სარაკეტო თავდასხმა მოხდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.