საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ბორჯომის ტყის ხანძართან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია გაავრცელა
25.08.2022
უკან დაბრუნება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ბორჯომის ტყის ხანძართან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია გაავრცელა.
უწყების ცნობით ხანძრის ქრობის პროცესი გაძლიერებული ძალებით გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები 24 საათიან რეჟიმში განაგრძობენ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებს. ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი. სტიქიის ზონაში ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის ტერიტორიული რეზერვის 102-ე ბატალიონის ასეულიც ჩაერთო.