ქუთაისში, ჭახათას დასახლებაში ხანძარი ლიკვიდრებულია
24.08.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისში, ჭახათას დასახლებაში ხანძარი ლიკვიდრებულია. ცეცხლი ბალახის საფარს გაუჩნდა.
დამწვარია 5 000 კვადრატული მეტრი ფართობი.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ძლიერი ქარისა და ადგილზე წიწვოვანი ტყის არსებობის გამო, ხანძრის მასშტაბის გაზრდის საფრთხე იყო.
ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.