შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ყირიმისა და ხერსონისა, რომლებიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, დილიდან განგაშის სიგნალია ჩართული
24.08.2022
უკან დაბრუნება
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ყირიმისა და ხერსონისა, რომლებიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, დილიდან განგაშის სიგნალია ჩართული. დილით რუსებმა ზაპოროჟიეში ინფრასტრუქტურული ობიექტები დაბომბეს. კიევსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული. რუსეთის ფედერაციის ჯარები ხარკოვის ოლქის ტერიტორიას დილიდან ბომბავენ, კერძოდ, დაბომბეს ხარკოვის ოლქის ქალაქი დერგაჩი და მალა დანილოვკას დასახლება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. წინასწარი მონაცემებით, არიან დაშავებულები. უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 13 ოკუპანტი, საბრძოლო მასალა და სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს, - ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, გასაული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგემ უკრაინის პოზიციებს 10 საჰაერო დარტყმა მიაყენა, თუმცა ქვეყნის ძალებს დანაკარგები არ განუცდია.