ქუთაისის სპორტის სასახლეში მეორე დღეა ნორჩ ფრენბურთელთა ტურნირი მიმდინარეობს
10.05.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის სპორტის სასახლეში მეორე დღეა ნორჩ ფრენბურთელთა ტურნირი მიმდინარეობს.შეჯიბრი დამსახურებული მწვრთნელის ანზორ ჭაბუკიანის ხსოვნას ეძღვნება და მასში საქართველოს მაშტაბით 9 გუნდი მონაწილეობს.ტურნირი ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით და მხარდაჭერით წელს პირველად ტარდება,როგორც ორგანიზატორები აცხადებენ ფრენბურთის პოპულარიზაციის მიზნით შეჯიბრი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველ წლიურად გაიმართება,ტურნირი 14-15 წლიან ქალთა გუნდებს შორის გუშინ დაიწყო და 12 მაისს დასრულდება.