შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



უკრაინა დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავს აღნიშნავს
24.08.2022
უკან დაბრუნება
უკრაინა დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავს აღნიშნავს. მთავარ ეროვნულ დღესასწაულს, ომში მყოფი ქვეყანა თავდასხმების მოლოდინში ხვდება.ამ დღესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ უკრაინელებს მოუწოდა რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმებისა და პროვოკაციების გაზრდილი საფრთხის გამო, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ. კიევსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული. დამოუკიდებლობის დღე უკრაინელებს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიულოცა. და აღნიშნ, რომ ქვეყნის განადგურების ექვსთვიანი მცდელობის შემდეგ, ისინი დამოუკიდებელი უკრაინის თავისუფალი ხალხი არიან.