საქართველოში რიგით მეორე ეროვნული აგრარული ოლიმპიადა გაიმართა
24.08.2022
უკან დაბრუნება
საქართველოში რიგით მეორე ეროვნული აგრარული ოლიმპიადა გაიმართა. ღონისძიებაში 964 კონკურსანტი მონაწილეობდა და კატეგორიების შესაბამისად, სხვადასხვა ნომინაციაში 38 გამარჯვებული გამოვლინდა. აგროოლიმპიადა 2022-ის გამარჯვებულები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში და ავსტრიის საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელმა დააჯილდოვეს. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.