6 თვეა უკრაინაში რუსული აგრესია არ წყდება. საოკუპაციო ძალა ფრონტის ხაზზე მდებარე ქალაქებს სისტემატურად ბომბავს.
განსაკუთრებით აქტიურია საბრძოლო მოქმედებები ქვეყნის აღმოსავლეთით, დონბასის რეგიონში. ამჯერად, ოკუპანტების სარაკეტო იერიშის სამიზნე გახდა ქალაქები ტორეცკი და კონსტანტინოვკა, რაკეტა მოხვდა
სკოლის შენობას. ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი ოთხჯერ დაბომბეს. დაიღუპა ერთი და დაშავდა 5 ადამიანი. ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს სუმის ოლქსა და ლუგანსკზე. თავდასხმა განახორციელეს ხარკოვზეც, უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები.